Accentnews.ge
ლევან ვასაძე ისევ იმუქრება

ლევან ვასაძე ისევ იმუქრება

18/06/2019 09:14:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მორიგ ვიდეო–მიმართვას ავრცელებს, რომელშიც კვლავ იმუქრება. 

18 ივნისს გავრცელებულ მიმართვაში ვასაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ღონისძიების ჩატარებას მაინც გადაწყვეტენ, იმ გეგმის მიხედვით იმოქმედებენ, რომელიც 16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" შეიმუშავეს.  

ვასაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ღონისძიებების ჩატარებას უკრძალავს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოდგა ნაბიჯი ხალხისკენ და გამოაცხადა, რომ უკრძალავს „პრაიდის“ მონაწილეებს ამ აქციების ჩატარებას. დღეს დილას „პრაიდის“ ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი ყველა ღონისძიებას ჩაგვიტარებენ და, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება“, - აცხადებს ვასაძე.  

ის ამბობს, რომ თუკი თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მაინც გადაწყვეტენ ღონისძიების ჩატარებას, მის მიერ შემუშავებული "სახალხო რაზმი", რომელიც საქმის აღძვრის შემდეგ გაუქმებულად გამოაცხადა, კვლავ შეიკრიბება. 

"თუ ეს უბედურები რაღაცას მოინდომებენ, მაშინ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ ვერის ბაღში. მხოლოდ, ვკიდებთ ხელს და გაგვყავს ისინი ადგილიდან. თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას დავარღვევთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, მაშინ ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ცნობისთვის: გუშინ ლგბტქი თემის წარმომადგენლები შსს–ს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ ვერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები. შესაბამისად, ლგბტქი თემის წარმომადგენლებს ჯერ–ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ იმასთან დაკავშირებით, გაიმართება თუ არა "თბილისი პრაიდი".

შეგახსენებთ, რომ ვასაძემ 16 ივნისს რაზმების შექმნა და ქალაქში პატრულირება გამოაცხადა. ვასაძის განცხადების საფუძველზე შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 17 ივნისს ვასაძემ პატრულირების გეგმა გააუქმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S