Accentnews.ge
თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

18/06/2019 09:34:14 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პროკურატურამ 128 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა. მათ ფეთჰულა გიულენთან კავშირს ედავებიან.  

თურქული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილების ნახევარზე მეტი სანაპირო იზმირის პროვინციაში იძებნება. 

თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გადატრიალების მცდელობის საქმეზე, 77 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 ათასზე მეტი საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს.

უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი თურქეთს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა გადატრიალების მცდელობა განსხვავებულ აზრზე ზეწოლის საბაბად გამოიყენა. ანკარაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომები არსებული გამოწვევების და გიულენისქსელის გასანეიტრალებლად არის აუცილებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S