Accentnews.ge
მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 18.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 18.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

29/06/2020 11:35:42 ეკონომიკა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18.3 მლრდ აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103.7% შეადგინა.

„2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 318.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ფასის ცვლილებების გამო - 179.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, სხვა ცვლილებების გამო 29.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 176.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მლრდ აშშ დოლარი (25.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.1 %–ია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 443.9 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 %), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 755.0 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 %) და 876.4 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 %).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.2%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.7%). მთლიანი საგარეო ვალის 89.8% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.6 მლრდ აშშ დოლარი (34.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60.0%–ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია (14.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.6%–ია.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 5.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 5.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - ვალი 162.0 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 443.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 196.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა , რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S