
PACE-ს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები: "მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ 8 მარტის შეთანხმების დარჩენილი ნაწილის განხორციელება"
29/06/2020 12:31:50 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმებიან და ყველა მხარეს მოუწოდებენ, "განაგრძონ 8 მარტის შეთანხმების დარჩენილი ნაწილის განხორციელება".
"ასამბლეა მუდმივად მოუწოდებდა საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისკენ. ახლა ეს ასეც იქნება 2024 წლის არჩევნებიდან. დამატებით, კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შედეგად, 2020 წლის არჩევნების სისტემა ახლა უფრო პროპორციული იქნება, ვიდრე ეს ადრე იყო, რაც პოტენციურად შესაძლებელს გახდის, შეიქმნას უფრო პლურალისტური და წარმომადგენლობითი პარლამენტი. ჩვენ მტკიცედ მივესალმებით ამას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიისწრაფონ თანამშრომლობისკენ წინააღმდეგობის ნაცვლად და კონსტრუქციულად განაგრძონ 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების დარჩენილი ნაწილის განხორციელება. როგორც უკვე განვაცხადეთ, პოლიტიკური შეთანხმება და მისი შედეგი საარჩევნო სისტემა, საქართველოს შესაძლებლობების ფანჯარას სთავაზობს. ჩვენ ვთხოვთ ყველა მხარეს, სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის", – აცახდებენ თანამომხსენებლები.
ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი