Accentnews.ge
ვიოლა ფონ კრამონი: "სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ არ მიიღო"

ვიოლა ფონ კრამონი: "სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ არ მიიღო"

29/06/2020 12:44:06 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს და აცხადებს, რომ "სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ არ მიიღო".

„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას! სამწუხაროა, რომ ყველამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს. დემოკრატიული ტრანზიციისთვის ყველა პარტიას ძალისხმევის გაგრძელებას ვურჩევდი", – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S