
"ვულოცავ ქართველ ხალხს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, მათი ნება ურყევია"
29/06/2020 12:56:03 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ასე აფასებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.
„დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება, საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია“, – წერს ბრიტანეთის ელჩი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი