
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს რეკომენდაციებს"
29/06/2020 13:59:21 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების ფატს მიესალმება და მოუწოდებს პარლამენტს, მიიღოს კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს რეკომენდაციებს".
„შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის. პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად დადგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტი სტაბილურობისა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, საქართველოს ხელისუფლებას კი - ასეთი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელებისკენ. საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც არჩევნების გამართვის დღე. შეერთებულმა შტატები განაგრძობს მხარი დაუჭიროს საქართველოს მცდელობებს, გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკები და კანონის უზენაესობა ისევე, როგორც ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ"- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესს–პიკერ მორგან ორტაგუსის განცხადებაში.
ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი