Accentnews.ge
ბათუმში COVID - 19–ის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში COVID - 19–ის ორი შემთხვევა გამოვლინდა

29/06/2020 14:39:26 საზოგადოება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში COVID - 19 ორ მოქალაქეს დაუდასტურდა. ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. ორივე მათგანი ბათუმის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით საზღვრიდან გადაიყვანეს: ერთი საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის საბაჟოდან, მეორე კი ბათუმის პორტიდან.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მათ საბაჟოზე მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ, ლაბორატორიულმა კვლევამ კი COVID - 19-ით ინფიცირება დაადასტურა. პაციენტები მკურნალობას კლინიკა „მედალფაში" გააგრძელებენ.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური საიტზე StopCov.ge განთავსებული მონაცემების თანახმად, 29 ივნისს, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 926-ია, მათგან 791 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S