
მკვლელობისა და ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს
29/06/2020 15:19:22 სამართალი
შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, 1971 წელს დაბადებული დ.ნ. თელავში აიყვანეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და 1990 წელს დაბადებულ შ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ა.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შ.მ. გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.