
„იპოდრომი კიდევ ერთხელ გაიყიდა“
29/06/2020 16:05:10 ეკონომიკა
იპოდრომის ტერიტორია გაიყიდა,– იუწყება „ფორმულა“ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, გამყიდველი და მყიდველიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ქალაქის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 6 ნაკვეთი – ჯამში მთლიანად იპოდრომის ტერიტორია 60 მილიონ ლარად იყიდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია – „ინვესტ კაპიტალისგან “.
დეპუტატს გამოთქვამს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ფულის გათეთრებასთან და წინასაარჩევნოდ თანხების მობილიზებასთან.