„თუ საქართველო საზღვრების გახსნას გაუძლებს, ეს ისტორიული მოვლენა იქნება“

29-06-2020 20:55:06 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის შეფასებით, ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველოში კოლაფსი გამოიწვიოს, ეს არის საერთაშორისო ტურიზმის გახსნა.

„მანამდე ჩვენ არანაირ მატებას არ ველით, რადგან ქვეყნის შიგნით ფაქტობრივად არ გვაქვს ინფექცია და ვისგან უნდა გავრცელდეს? საქართველომ გაუძლო პირველ გამოცდას, როცა საჭირო იყო ინფექციის შეკავება; გაუძლო მეორე გამოცდას, როდესაც მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, შეზღუდვები და არ გაიზარდა ახალი შემთხვევები. თუ საქართველო გაუძლებს საზღვრების გახსნას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მაშინ მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს“,– ამბობს საზმაუს ცნობით, ცერცვაძე.

ხოლო თუ საქართველო ამ გამოცდას ვერ გაუძლებს და კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა, ამისთვის უპირველესად, კლინიკური სექტორი მზდ უნდა იყოს:

„მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კლინიკური სექტორი, როგორც მომზადებული და წარმატებული შეხვდა პირველ ტალღას, ისე, რომ თავისი შესაძლებლობების 1/5–ის გამოვლენაც კი არ დასჭირვებია, თუ იქნება ახალი ტალღა ტურიზმის გახსნის მერე, ჰოსპიტალური სექტორი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შეხვდება ასევე მომზადებული.

სიტყვა კოლაფსი, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში უკვე იყო და ბევრ ქვეყანას მოელის, საქართველოს ეს არ ემუქრება. სიტყვა კოლაფსის გამოყენება საქართველოს ჯანდაცვასთან მიმართებაში არ დაგვჭირდება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები