Accentnews.ge
შაქარაშვილის ბიძა: „მე პროგრამა მაქსიმუმზე ვმუშაობ“

შაქარაშვილის ბიძა: „მე პროგრამა მაქსიმუმზე ვმუშაობ“

29/06/2020 17:12:39 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის, იურისტ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახი ელოდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პასუხს ახალგაზრდის ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით და მისი ხელჩანთის გენეტიკურ ანალიზს.

„მე ვმუშაობ პროგრამა მაქსიმუმზე: თუ ბავშვს დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში, ხოლო ჩანთაზე თუ აღმოჩნდა ვინმეს დნმ, ჩათვალეთ, რომ ეს გამართული მკვლელობაა... მე ვმუშაობ ყველაზე მძიმე ვერსიაზე“,– განაცხადა ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაქცეულ შაქარაშვილს ფერდობზე ჩაჰყვა თუ არა ვინმე და მიჰყვა თუ არა მას ხიდამდე.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შაქარაშვილს მთელს სხეულზე აქვს დაზიანებები, თუმცა არა მოტეხილობის სახით.

„ვიწყებთ საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებას ყველა ვერსიის გადამოწმების მიზნით ექსპერტიზსი დასრულებამდე. როდესაც დასკვნა მოვა, ეს დასკვნა გამყარებული უნდა ბაზით“,– აღნიშნა შაქარაშვილის ბიძამ.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

17-ვე ბრალდებულს გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S