
ჩინეთში COVID–19–ის წარმომავლობის დასადგენად ექსპერტები ჩავლენ
29/06/2020 18:09:58 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმომავლობის გასარკვევად ჩინეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის,– ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება, თუ მის შესახებ ყველაფერი გვეცოდინება, მათ შორის ის, თუ როგორ დაიწყო ინფექციის გავრცელება.
"ჩვენ ვგზავნით ჩინეთში ჯგუფს მომავალ კვირას, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ექსპერტების მუშაობა შედეგს გამოიღებს მათ შორის იმის გასაგებად, როგორ დაიწყო ვირუსმა გავრცელება და სამომავლოდ რისი გაკეთებაა შესაძლებელი.