Accentnews.ge
"ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება, მსგავსი მცდელობის შემთხვევაში, იცოდეთ, რომ ეს ხელისუფლების ბრალი არ იქნება"

"ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება, მსგავსი მცდელობის შემთხვევაში, იცოდეთ, რომ ეს ხელისუფლების ბრალი არ იქნება"

18/06/2019 11:10:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მისი ფიზიკური განადგურება იგეგმება.

როგორც ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, ეს იგეგმება იმისთვის, რომ შემდეგ მთავრობას დაბრალდეს.

"ეს ინფორმაცია გვაქვს უშიშროების მხრიდან, იმედია, ეს არ გაკეთდება, მაგრამ ეს იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მერე მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინდელიდან ჩვენ გადავედით, რამდენადაც შეგვიძლია, მშვიდ რეჟიმში, მაგრამ ლელო ჯერ ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენ მიმართ რაღაც დადებითი ნაბიჯები. ჩვენ ბოლომდე ვერ ვენდობით მზაობაში ვართ, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით ეს ყველაფერი მიმართული იყო სახლემწიფო დესტაბილიზაციისკენ და ლოგიკურია ეს სვლა. მე ნამდვილად არ მინდა, რომ თავი გავიბითურო და ტყუილად ვილაპარაკო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის ღმერთმა დამიფაროს, მე არ მჯერა რომ ეგეთი რამე შესაძლებელია, მაგრამ რამე მსგავსი თუ მოხდა, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. თუ ეს გაკეთდა, იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას მოგმართავთ, რომ ღმერთმა ნუ ქნას, რაღაცა მსგავსი მცდელობა თუ იქნა, იცოდეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი, ეს არის იმ ძალების ბრალის ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია", - განაცხადა  ვასაძემ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S