
თურქეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 5115–მდე გაიზარდა
29/06/2020 22:49:11 მსოფლიო
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1374 ადამიანს დაუდგინეს, ხოლო გარდაიცვალა 18 პაციენტი,– იუწყება ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ვირუსი სულ 198 613 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 171 809 ადამიანი განიკურნა, ხოლო 5115 პაციენტი გარდაიცვალა.