Accentnews.ge
"ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში პატრიოტიზმით. არ მისცეთ პუტინს საშუალება, გაყოს თქვენი ქვეყანა"

"ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში პატრიოტიზმით. არ მისცეთ პუტინს საშუალება, გაყოს თქვენი ქვეყანა"

30/06/2020 06:17:55 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში პატრიოტიზმით. არ მისცეთ პუტინს საშუალება, გაყოს თქვენი ქვეყანა", – ასე ეხმიანება ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.

"საარჩევნო სისტემის ცვლილებები პარლამენტს უფრო წარმომადგენლობითს გახდის. სამწუხაროა, რომ დაპირებული ცვლილებები, რომლებიც ზაფხულში იყო წარდგენილი, პირველად ნოემბერში ჩავარდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი მილოცვას იმსახურებს. ახლა რთული მხარე – საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ამოქმედდეს. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები უნდა ჩატარდეს. (ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ასეც მოხდება) პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დაძაბული რჩება და ყველა მხარეს აკლია ნდობა, ეს უნდა შეიცვალოს. პოლიტიკური სპექტრის „ყველა მხარემ“ უნდა მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესსა და კამპანიაში ცივილიზებულად და პატრიოტიზმით. ერთადერთი პირი, ვინც სარგებელს იღებს დაძაბული პოლიტიკური სიტუაციით საქართველოში, არის პუტინი. არ მისცეთ მას საშუალება, გაყოს თქვენი ქვეყანა. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო წლებში ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან დასაახლოვებლად. ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა დაიწყო წინა მთავრობის დროს. ზოგი ინიციატივა ეკუთვნის მოქმედ მთავრობას. ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს. საქართველო-ნატო-აშშ-ის ურთიერთობა ასე ახლო არასდროს ყოფილა",– წერს კოფი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S