
სამოქალაქო აქტივისტები რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს აანონსებენ: "ამ ადამიანს ხელისუფლებას არ შევატოვებთ"
30/06/2020 07:13:43 საშინაო პოლიტიკა
სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აქტივისტები ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
როგორც „ფორმულასთან“ საუბარში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რურუას ხელისუფლებასთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებენ.
„ჩვენ 20 ივნისს როდესაც დავაყენეთ მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, დავაყენეთ მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. თავიდან 300 იყო, მერე 20-ზე ჩამოვიდა, მერე 7-ზე და ასე გამოვაცალეთ თითო-თითო ადამიანი. საქმე მივიდა იქამდე, რომ როგორც თითქმის პროპორციული არჩევნებია, ისე, თითქმის, ყველა პოლიტპატიმარი გარეთაა. იმ ერთ ადამიანსაც არ შევატოვებთ ხელისუფლებას“, - აცხადებს დიღმელაშვილი.