Accentnews.ge
მე–2 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იკლებს

მე–2 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იკლებს

30/06/2020 07:23:05 მსოფლიო

მე–2 დღეა, სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იკლებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავდებით 415 ადამიანი დაინფიცირდა და 10 გარდაიცვალა, გუშინ კი – 482 დაინფიცირდა და 7 დაიღუპა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 443 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 25 542 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 14 048 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 508 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 416 000–ს გადააჭარბა, 5 670 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 928-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S