Accentnews.ge
24 წლის კაცმა თანატოლს ბენზინი შეასხა და ცეცლი წაუკიდა

24 წლის კაცმა თანატოლს ბენზინი შეასხა და ცეცლი წაუკიდა

30/06/2020 07:26:31 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ახალგაზრდა ქალია.

გამოძიების ვერსიით, შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განახლება

დაზარალებული ახალგაზრდა ქალი სხეულის 37%–იანი მეორე–მესამე ხარისხის დამწვრობით კლინიკაში, რენიმაციურ გამყოფილებაშია მოთავსებული.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტი შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.

„დაზიანებული აქვს ქვემო კიდურები – ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული“, - აცხადებს ქაშიბაძე.

ფაქტის თვითმხილველები იხსენებენ, რომ აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ქალის განწირული ღრიალი მოჰყვა,ხოლო თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი გოგონას ყოფილი შეყვარებულია, თავდასხმის მიზეზი კი ურთიერთობის გაგრძელებაზე გოგოს მიერ უარის თქმა გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S