Accentnews.ge
ბოლო 24 საათში უკრაინაში Covid-19–ით 2–ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე იტალიაში

ბოლო 24 საათში უკრაინაში Covid-19–ით 2–ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე იტალიაში

30/06/2020 07:34:46 მსოფლიო

ბოლო 24 საათში უკრაინაში Covid-19–ით 2–ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა, იტალიაში კი –6.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 159 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 44 334 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19 115 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 508 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 416 000–ს გადააჭარბა, 5 670 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 928-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S