Accentnews.ge
ტოკიოს მოსახლეობის უმრავლესობა ოლიმპიადის ჩატარებას მხარს არ უჭერს

ტოკიოს მოსახლეობის უმრავლესობა ოლიმპიადის ჩატარებას მხარს არ უჭერს

30/06/2020 08:00:42 მსოფლიო

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მოსახლეობის ნაწილი მომავალ წელს ზაფხულის ოლიმპიადის გამართვის წინააღმდეგ გამოდის.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სურს, ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა.

ორი იაპონური სააგენტოს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპოდენტთა 51.7%–მა გამოთქვა იმედი, რომ თამაშები გადაიდება ან გაუქმდება, ხოლო 46.3% იმედოვნებს 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარებას.

გამოკითხვაში 1030 რესპოდენტი მონაწილეობდა.

უფრო ადრე, იაპონიის ოფიციალურმა პირებმა და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიანიშნეს, რომ ზაფხულის თამაშები მეორედ არ გადაიდება და არც გაუქმებულად გამოცხადდება.

2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S