
რუსეთში კარანტინის დროს სამსახურიდან 680 ათასი მოქალაქე გაათავისუფლეს
30/06/2020 08:18:59 მსოფლიო
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის პერიოდში (მარტის ბოლო-11 მაისი) რუსეთში 15 მილიონ მოქალაქეს არ უმუშავია, მათგან 680 ათასი სამსახურიდან გაათავისუფლეს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
ქვეყნის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთში ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა 2 მლნ 424 ათასს აღწევს.
ამავე დროს, “როსსტატის” ცნობით, მაისში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 6,1% შეადგინა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 8 წლის განმავლობაში. უმუშევართა საერთო რაოდენობა 4,5 მილიონს შეადგენს.
ამასთან, რუსეთის მოქალაქეთა 45%-ს სრულად ან თითქმის არ აღმოაჩნდა დანაზოგები კარანტინის პერიოდის გადასატანად, - იუწყება “РБК” ანალიტიკურ ცენტრ “НАФИ”-ს მონაცემებზე დაყრდნობით. რესპონდენტთა მესამედს დანაზოგი ჰქონდა, თუმცა არასაკმარისი თვითიზოლაციის პერიოდის გადასატანად. ამასთან, ფინანსურ სირთულეებს რესპონდენტების 46% წააწყდა.