Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქე აფხაზეთიდან სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდაზე დააკავეს

რუსეთის მოქალაქე აფხაზეთიდან სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდაზე დააკავეს

30/06/2020 08:44:52 კონფლიქტები

მებაჟეებმა ადლერში სარატოვის მკვიდრი დააკავეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდას ახორციელებდა, - იუწყება რუსეთის სამხრეთ საბაჟო სამმართველო.

მისივე ინფორმაციით, საბაჟო პუნქტზე ZAZ Chance მარკის ავტომანქანის დათვალიერებისას საბარგულში ღამის ხედვის 5 ერთეული მოწყობილობა «ПНВ-10Т» აღმოაჩინეს, რომელიც სამხედრო დანიშნულებისაა და მისი თავისუფალი გაყიდვა იკრძალება.

მძღოლი - სარატოვის 43 წლის მკვიდრი ირწმუნება, რომ ეს მოწყობილობები მას არ ეკუთვნის და ისინი სხვისთვის უნდა გადაეცა.

სამხედრო ნიმუშები ამოღებულია და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, წარმოებს გამოძიება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S