Accentnews.ge
ვასაძე: "ცოტა ნაწყენი ვარ, რომ არ დამიბარეს დაკითხვაზე"

ვასაძე: "ცოტა ნაწყენი ვარ, რომ არ დამიბარეს დაკითხვაზე"

18/06/2019 11:42:07 ციტატა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე: 

“არაფერი დასამალი ჩვენ არ გვაქვს, არ გავურბივართ არავითარ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან, გუშინ დაბარებული იყო 28 თუ 30 კაცი, ჩვენ გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ჩაატაროს გამოძიება, რადგან საქმე აღიძრა. მე ცოტა ნაწყენი ვარ რომ არ დამიბარეს დაკითხვაზე, ყველა დაიბარეს ჩემს გარდა, რა დავაშავე ამისთანა. დამიძახეთ მეც და მეც მოგცემთ ჩვენებას”. 

ცნობისთვის: 16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". გუშინ შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო. დღეს ვასაძემ განაცხადა, რომ რაზმებს აღარ ქმნის. ვასაძის მიერ დაანონსებულ სავარაუდოდ უკანონო ჯგუფის საქმეზე 2 ადამიანის დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.  თავად ლევან ვასაძე ჯერ–ჯერობით დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S