Accentnews.ge
შს მინისტრმა შაქარაშვილის საქმეზე გააკეთა კომენტარი

შს მინისტრმა შაქარაშვილის საქმეზე გააკეთა კომენტარი

30/06/2020 09:08:10 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე როგორც საგამოძიებო უწყებები, ასევე დაკავებულთა ადვოკატები ექსპერტიზის პასუხების მოლოდინში არიან და თავად ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა ეს და პირველ რიგში მინდა, მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ ვერ ვისაუბრებ ბევრს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართულები ვართ ყველა, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება, ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს რის საშუალებასაც გვაძლევს ფაქტები, იმ მიმართულებით წავედით. როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე დაზარალებულის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. დღეს ვერ ვისაუბრებ ამ თემიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გახსნილები ვართ ყველა მიმართულებით. ადვოკატებთან, ჩართულები არიან ოჯახის ადვოკატები ორივე მხრიდან, აქედან გამომდინარე, თუ რამე ბრალდება აქვთ, შეუძლიათ გვითხრან პირდაპირ. მაქსიმალურად ვმუშაობთ ყველასთან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

17-ვე ბრალდებულს გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S