რუსლან აბაშიძე თბილისში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

30-06-2020 11:26:31 კონფლიქტები ,რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, ყოფილი 165-ე ბაგა-ბაღის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათი სოციალური პრობლემები მოისმინა და კორპუსში ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და შპს „უშბა დისტილერის“ მხარდაჭერით ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფროსი დავით ძალამიძე და შპს „უშბა დისტილერის“ დირექტორი დიმიტრი აბესაძე იმყოფებოდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები