სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

30-06-2020 13:33:51 საზოგადოება ,რეკლამა

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი, მონოლითური რკინაბეტონის წყალგამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი მონაკვეთი, ჩატარდა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გაკეთდა წყალგამშვებები და ძველ (ამორტიზირებულ) ღარულ არხს დემონტაჟი ჩაუტარდება.

​„ამავე პროექტის ფარგლებში ეწყობა მეორე რიგის წყალგამანაწილებელი ახალი არხი სიგრძით 2 კმ. დაგეგმილია წყალგამშვებების, სხვადასხვა ზომის სიღრმული და ზედაპირული ფარების მონტაჟი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელი სართიჭალისა და მუღანლოს მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტის ღირებულებაა 1 775 000 მლნ ლარი.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო. ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები