Accentnews.ge
გამყრელიძე: „წელს შესაძლოა, ორი ინფექციის ზედდება იყოს, ამიტომ, უნდა ავიცრათ“

გამყრელიძე: „წელს შესაძლოა, ორი ინფექციის ზედდება იყოს, ამიტომ, უნდა ავიცრათ“

30/06/2020 09:49:09 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, წელს ერთ-ერთი პროგნოზია, რომ შესაძლებელია, გრიპის და კორონავირუსის ინფექციის ზედდება იყოს და ვინაიდან გრიპი სერიოზული ვირუსია, მასზე მეტი ადამიანი უნდა აიცრას.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო რისკ–ჯგუფებს გრიპის ვაქცინის 135 000 დოზას შესთავაზებს და ამას დაემატება კერძო სექტორი.

გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინა არის ფრანგული და ოთხკომპონენტიანი:

„გრიპი, სამწუხაროდ, ყველას სურდო ჰგონია, მაგრამ ასე არ არის: გრიპის ვირუსი სერიოზული ვირუსია, ამიტომ წელს უფრო მეტი უნდა აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ. წელს არის ერთ-ერთი პროგნოზი, რომ შესაძლებელია, იყოს ზედდება გრიპისა და კორონავირუსის ინფექციებს. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, გრიპის საწინააღმდეგოდ უნდა ავიცრათ ისინი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ, რადგან შედარებით მარტივად გადავიტანოთ გრიპი და ორი ინფექციის ზედდება არ იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S