იმნაძის ცნობით, COVID-19–მა მუტაცია განიცადა

30-06-2020 13:56:43 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მუტაცია, რომელიც კორონავირუსმა განიცადა, შესაძლოა, მას უფრო მარტივად გადამდებს ხდიდეს: შესაძლოა, მუტაციის შემდეგ ვირუსი კვლავ დაემართოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ.

"არის გარკვეული მუტაცია, რომელიც ევროპაში თებერვალ-მარტში წარმოიშვა: კორონას რომ "გამოშვერილები" აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა. მარტივად, რომ გითხრათ, ამან ვირუსს უჯრედში შეღწევა გაუადვილა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა. ეს შტამი ახლა ევროპიდან ჩინეთს შეუბრუნდა და მთლად კარგი მოვლენა არ არის, იმიტომ, რომ ვისაც კორონა გადატანილი აქვს ამ მუტაციის გარეშე, შეიძლება მას ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს. ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა", - აღნიშნა იმნაძემ.

ცნობისთვის: მსოფლიოს მასშტაბით COVID-19–ით10 მლნ–ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან ნახევარი მილიონი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები