
გამყრელიძის ინფორმაციით, ზოგ ლაბორატორიას რამდენიმე ინფიცირებული შემთხვევა "გაეპარა"
30/06/2020 10:01:27 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტირებაზე მომუშავე რამდენიმე ლაბორატორიამ ინფიცირებულ პირს კორონავირუსი ვერ დაუდგინა და იმისათვის, რომ ინფიცირებული შემთხვევები ზუსტად დადგინდეს, "გარე კონტროლის" სისტემა აამუშავეს.
"რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული. როცა გადამოწმდა, აღმოჩნდნენ "არადადებითები" და დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ", - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირებას 19 ლაბორატორია ატარებს.
ქვეყანაში ინფიცირების 928 შემთხვევა დადადსტურებული, მათგან 794 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.