
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა
30/06/2020 11:48:36 მსოფლიო
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ გაიმარჯვა.
დუდამ არჩევნებსი მონაწილეთა ხმების 43.5% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი 30.46%. დანარჩენი ათი საპრეზიდენტო კანდიდატიდან, 10%-ზე მეტი არც ერთს მიუღია. რამდენადაც, პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იან მხარდაჭერას ვერ მიაღწია, პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ერთმანეთს 12 ივლისს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.
მიუხედავად პანდემიისა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 64,4%-მა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.