რატომ დაწვეს გლეხებმა სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერები

30-06-2020 16:14:53 საზოგადოება ,ეკონომიკა

ხარაგაულის მკვიდრთა ნაწილმა სახელმწიფოს მიერ გადაცემული საწვავის ვაუჩერები დაწვა. როგორც მოქალაქეები, რომელთაც პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართეს, განმარტეს, ვაუჩერი უსარგებლოა.

კერძოდ, მათ უნდა მოემსახუროთ ''სოკარის'' ბენზინგასამართი სადგური, თუმცა სადგური დასახლებული პუნტქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებითაა განთავსებული. აღნიშნულ ლოკაციამდე მისვლა და შემდეგ შინ დაბრუნება იმაზე მეტ ფინანსური ხარჯს საჭიროებს, ვიდრე ამას ხელისუფლების მიერ გადაცემული ვაუჩერი ზოგავს. გარდა ამისა, ისინი რამდენიმე პრობლემურ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას:

დავწვი დიზელის ვაუჩერი: 1 ლარით ნაკლებ ფასში უნდა მიგვეღო დიზელი, მაგრამ რეალურად 60 თეთრით ნაკლებადაა. ეს არაა რეალური შეღავათი. პრობლემაა ისიც, რომ რამოდენიმე ღონისძიება უნდა გაიარო. მიეცათ 20 ლიტრი საჩუქრად და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. ჩვენ ვერ ვისარგებლეთ და ასეა სოფელში 80%“.

დღეს ადგილობრივების პროტესტის საფუძველი ხარაგაულის მერის მიერ მათთვის გაგზავნილი წერილიც გახდა.

კერძოდ, წერილის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება გლეხებს რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ყანის გათიბვას სთხოვს არგუმენტით, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა.

საქმე იმაშია, რომ ოთხმა ოჯახმა ეკალ-ბარდებისგან დაფარული უფუნქციო ტერიტორია გაასუფთავა და მასზე ყანა დათესა.

„ჩვენს ქვეყანაში ხალხი დაუცველია: არანაირი შეღავათი არაა არც საწვავზე, არც ფინანსური დახმარებაა. ხელისუფლება გვეუბნება, რომ 25/100–ზე ნაკლები თუ იქნება ფართი, თან დარეგისტრირებული უნდა გქონდეს, ვერ მიიღებთ დახმარებასო. ოთხმა ადამიანმა, ოხაჯები რომ გამოგვეკვება, გავაერთიანეთ მიწა და დავთესეთ. აქ კი მერი გვედავება, რომელმაც დარწმუებული ვარ, არც კი იცის ეს ტერიტორია“,– აცხადებენ ადგილობრივები.

ისინი იურისტებთან კონსულტაციებს გეგმავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები