
აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების მოცულობა 68 მლნ ლარს აღწევს
30/06/2020 12:58:52 სამართალი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების ჯამური მოცულობა 68 მლნ ლარს აღწევს. როგორც გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი აცხადებს, ეს ბიუჯეტის რესურსების არაეფექტიან, არაეკონომიკურ და არამიზნობრივ გამოყენებას ეხება.
გენერალური აუდიტორის განმარტებით, 2019 წელს აუდიტის სამსახურმა 16 ფინანსური და 37 შესაბამისი აუდიტი ჩაატარა;პროკურატურაში 34 საქმე გადააგზავნა.
შესაძლო დანაშაულის 70% მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.
მექვაბიშვილი ამბობს, რომ მისი უწყების მიერ გადაგზავნილ თითოეულ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში განიხილა.