Accentnews.ge
ასლან ბჟანიამ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრაში წინმსწრებად მიიღო მონაწილეობა

ასლან ბჟანიამ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრაში წინმსწრებად მიიღო მონაწილეობა

30/06/2020 13:17:28 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრაში წინმსწრებად მიიღო მონაწილეობა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბჟანიასთან ერთად საკუთარი პოზიცია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ და პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა დააფიქსირეს, რომლებიც ამ მიზნით სოხუმში რუსეთის ე.წ. საკონსულოში იყვნენ მისულები.

სამივეს ე.წ. ორმაგი – რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მოქალაქობა გააჩნია.

პლებისციტის ძირითად დღედ რუსეთში 1 ივლისია გამოცხადებული, თუმცა ბევრ რეგიონში იგი უკვე 25 ივნისიდან დაიწყო.

ერთ-ერთი ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილება პუტინის საპრეზიდენტო ვადების გაუნლებას ეხება და მიღების შემთხვევაში მას 2036 წლამდე ქვეყნის სათავეში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S