
თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან
30/06/2020 14:13:43 სამართალი
თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან. ერთმანეთს "ბეემვესა" და "ოპელის" მარკის საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ავტომობილებში მსხდომი პირები. ასევე დაშავდა მოტოციკლის მძღოლიც, რომელსაც ერთ-ერთი ავტომანქანა დაეჯახა.
ავტოავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.