
ბოლო 24 საათში COVID-19–ით აზერბაიჯანში თითქმის 5–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში
30/06/2020 14:52:12 მსოფლიო
ბოლო 24 საათში COVID-19–ით აზერბაიჯანში თითქმის 5–ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში COVID-19–ით 556 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო იტალიაში – 126.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-მა 213 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 17 524 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9 715 პირი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 7 596 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს.
26 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ “თუკი კორონავირუსის ინფექციის გავრცელება ამჟამინდელი ტემპებით გაგრძელდება, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება, ვერ გაუძლოს”.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 508 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 416 000–ს გადააჭარბა, 5 670 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 928-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.