
"გერმანიის ელჩს ცოტა მეტად უნდა მიექცია ყურადღება, თუ საით წაიყვანდა მისი გამონათქვამი ამ პროცესს"
30/06/2020 16:41:07 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ არსებობენ ელჩები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით სენსიტიურები არიან.
"მე ვაფასებ ელჩების წვლილს და როლს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში. მათ გასწიეს ძალიან დიდი ძალისხმევა და არც ერთ ელჩს ეს არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ ყოველთვის მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი და ახლაც ვაკვირდები ამ პროცესს, არიან ელჩები, რომლებიც არიან განსაკუთრებით სენსიტიურები ხელისუფლების მიმართ. ეს არ არის ტრაგიკული და ამაში რაიმე განსაკუთრებული და ცუდი არ არის, მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ჩემი – რიგითი ოპოზიციონერის ნათქვამი ან ხელისუფლების წარმომადგენლის ნათქვამი გარკვეულწილად ძაბავს ხოლმე დროდადრო სიტუაციას, ასევე არის ელჩების გამონათქვამებიც და ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩს ცოტა მეტად უნდა მიექცია ყურადღება თუ საით წაიყვანდა მისი გამონათქვამი ამ პროცესს. სენატორი რიში ამბობს, რომ რურუას გათავისუფლება ამ შეთანხმების ნაწილი იყო, ამავე პოზიციაზეა აშშ საელჩო, ევროპარლამენტარები, კინზინგერი და ხომ შეიძლება, ერთი ცდებოდეს?! მე ასე დავუშვებ ამას. გერმანიის ელჩი შეეცადა, სიტუაციის ოდნავ განეიტრალებას, მაგრამ საპირისპირო შეიძლება, გამოუვიდა საბოლოოდ", – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.