Accentnews.ge
"გერმანიის ელჩი მართალია"

"გერმანიის ელჩი მართალია"

30/06/2020 17:30:20 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოში გერმანიის ელჩი მართალს ამბობს, როცა აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის.

"გერმანიის ელჩსაც უნდა დაუჯეროთ და მეც უნდა დამიჯეროთ იმიტომ, რომ ერთსა და იგივეს ვლაპარაკობთ. გერმანიის ელჩმა ძალიან მარტივი რაღაც თქვა, რომ გიორგი რურუა არ ეწერა იმ შეთანხმებაშიო. მერე და ვინ თქვა, რომ გიორგი რურუა ეწერაო? სადმე, ვინმემ რამე გამოაქვეყნა და ჩვენ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა ეწერაო? არსად არ ეწერა, მართალია გერმანიის ელჩი. იმ შეთანხმებაში არ ეწერა რურუა ისევე, როგორც არ ეწერა თამლიანი, ორქრუაშვილი და უგულავა. და მიუხედავად იმისა, რომ არ ეწერა შეთანხმების საგანი რომ იყო ეს ადამიანები, ამას ადასტურებს ევროკავშირის არაერთი განცხადება მანამ, სანამ რურუაზე მიდგებოდა საქმე, აშშ–ის ელჩის განცხადება და იმ ადამიანების, რომლებიც ამერიკის ელჩიდან და სხვა ელჩებიდან იღებენ ინფორმაციას", – განაცხადა ბარამიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

იხილეთ ასევე: გერმანიის ელჩი: „ბატონი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის, ეს მკაფიოა და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა, გაკვირვებული ვარ, რომ ეს პარტიებს შორის განხილვის საკითხია“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S