Accentnews.ge
"ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას"

"ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას"

30/06/2020 17:40:45 საშინაო პოლიტიკა

"ჩვენ ვაპირებთ, ხვალ და ზეგ დაჩქარებული წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ჩვენ, ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას" , - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა, ამ პოზიტიური პროცესის გაგრძელებას და ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ და ზეგ დაჩქარებული წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ჩვენ, რაც მთავარია, ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას. საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და მათი ასახვა შესაბამის ნორმებში ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი, კიდევ უფრო ნაკლები კითხვისნიშანი იქნება და კიდევ უფრო ნაკლები სივრცე დარჩება სპეკულაციებისთვის, რაც არჩევნებს შეეხება იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს კითხვისნიშნები იყოს, რაც შეიძლება ნაკლები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S