Accentnews.ge
"სენატორ რიშს ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები არაერთხელ აქვს გაკეთებული"

"სენატორ რიშს ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები არაერთხელ აქვს გაკეთებული"

30/06/2020 19:32:32 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სენატორს ჯეიმს რიშს არაერთხელ გაუკეთებია მმართველი გუნდისთვის მიუღებელი განცხადებები, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებით.

"რაც შეეხება სენატორ რიშს - ჩვენ, ბუნებრივია, მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენელს, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მას არა ერთხელ აქვს გაკეთებული ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები, მათ შორის ის 2012 წლის ბოლოს ითხოვდა, რომ არც ერთი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლის წინააღმდეგ არ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. ანუ, ითხოვდა ისეთ რამეს, რაც აბსოლუტურად არათავსებადია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. თქვენ იცით, რამდენი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი "ნაცმოძრაობის" რეჟიმს და ამის შემოქმედნი, რა თქმა უნდა, იყვნენ "ნაცმოძრაობის" ლიდერები. საქართველომ 2020 წლის შემდეგ თავი წარმოადგინა, როგორც ღირსეულმა სახელმწიფომ. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ასეთი ცალკეული მოწოდებები, ამას შეიძლება ჰქონდეს თავისი სხვადასხვა საფუძველი, მათ შორის მეგობრობაც, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ თავი დაიმკვიდროს, როგორც ღირსეულმა სახელმწიფომ. რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც არის ინიცირებული, ჩვენ ვართ ძალიან მყარად დარწმუნებული, რომ ეს პროექტი არ გავა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ცნობისთვის: აშშ–ის თავდაცვის აქტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, შეერთებული შტატები საქართველოს დახმარების სანაცვლოდ პირობებს წაუყენებს. შესაბამისი ცვლილება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S