ფაუჩიმ ჩინეთში დაფიქსირებული ახალი ვირუსისგან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრა

30-06-2020 23:56:36 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჩინეთში ახლად გამოვლენილი "ღორის გრიპი" ყურადღებას საჭიროებს.

„მას გენეტიკური გადარჩევის შესაძლებლობა აქვს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, როდესაც ვირუსის რამდენიმე სხვადასხვა შტამი ერთსა და იმავე "მასპინძელს" აინფიცირებს, შეუძლიათ გენეტიკური ინფორმაციის გაცვლა:

„როდესაც ისინი ერთმანეთში აირევიან, მათ შემადგენლობაში შედის რამდენიმე ელემენტი, რითაც ის შესაძლოა, ადამიანებში მგრძნობიარე გახდეს. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ "ღორის გრიპის" დაავადების აფეთქება მოხდეს, როგორც ეს 2009 წელს გვქონდა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ცნობისთვის: BBC ჩინეთში გრიპის ახალი ტიპის ვირუსის წარმოშობის შესახებ იუწყება.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ახალი ვირუსის G4 EA H1N1 მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა და ის სასუნთქ გზებს აზიანებს.

მკვლევრები შიშობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს, რასაც მორიგი პანდემია მოჰყვება, ვინაიდან ვირუსს ყველანაირი ნიშანი აქვს, რომ მას გარემოსთან ადაპტაცია და ადამიანის დაავადება იოლად შეუძლია.

იუწყებიან, რომ ჩინეთში ახალი ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდათ სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს.

მკვლევრების თანახმად, ვირუსი დაუყოვნებლივ რეაგირებას არ საჭიროებს, თუმცა საყურადღებოა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები