თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დასრულდა

01-07-2020 00:05:00 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, 30 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს ვებპორტალზე 300- ლარიანი კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დასრულდა. თუმცა, ერთჯერადი 300–ლარიანი კომპენსაციის მისაღები რეგისტრაცია 15 ივლისამდე გაგრძელდება იმ პირებისთვის, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში სეზონურ სამუშაოებზე საზღვარგარეთ გადიოდნენ.

ბარკალაიას ცნობით, ამ ეტაპისთვის დარეგისტრირებულია დაახლოებით, 160 000 მოქალაქე.

"რეგისტრაციის პორტალი აგრძელებს მუშაობას, ვინაიდან, 26 ივნისს მთავრობის გადაწყვეტილებით 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა სეზონური მუშახელის ჩართვის მიზნით და შესაბამისად, 15 ივლისის ჩათვლით იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით 30 დღიდან 120 დღემდე, ან ის მოქალაქეები, რომლებსაც 2019 წლის განმავლობაში უფიქსირდებათ 60 ან მეტი საზღვრის კვეთა, მათთვის რეგისტრაცია გრძელდება 15 ივლისამდე“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები