![თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/oakx8g2niqyd2uf.jpg)
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია [ვიდეო]
30/06/2020 20:24:14 საზოგადოება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის „ლიგა ენდესას“ 2019-2020 წლების სეზონის გამარჯვებული „ბასკონია“ გახდა. თორნიკე შენგელიას კლუბმა „ბარსელონა“ ფინალში დაძაბულ ბრძოლაში 69-67 დაამარცხაა.
თავად ქართველმა სპორტსმენმა მატჩში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ინფორმაციისთვის: შენგელია „ბასკონიას“ კაპიტანია. ის პირველი ქართველია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.„ბასკონიამ“ ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონობა მეოთხედ იზეიმა.