Accentnews.ge
აშშ–ში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ–ში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

01/07/2020 05:17:13 მსოფლიო

აშშ–ში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავდების 47 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 130 122 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 727 853 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 143 334 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 514 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 590 000–ს გადააჭარბა, 5 800 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 928-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S