
"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯია მართლმსაჯულების პოლიტიზირების დასრულება"
01/07/2020 05:26:13 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯია მართლმსაჯულების პოლიტიზირების დასრულება", – ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას უფრო პროპორციულს ხდის. გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯია - მართლმსაჯულების პოლიტიზირების დასრულება. საქართველოს შესაძლებლობა აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მოწინავე ქვეყანა გახდეს", – წერს კუბილიუსი.