Accentnews.ge
გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

01/07/2020 06:54:16 სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ 2017 წლის 7 აგვისტოს, მისი ნაცნობის მ.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, რა დროსაც დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით მ.დ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ.დ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S