Accentnews.ge
ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს პასუხობს: "საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას ვერ დავესწარი, რადგან 200 მქონდა წნევა"

ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს პასუხობს: "საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას ვერ დავესწარი, რადგან 200 მქონდა წნევა"

01/07/2020 06:56:50 საშინაო პოლიტიკა

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

„მეორე მოსმენის კენჭისყრაზე რომ არ ვიყავი, პირადი მიზეზი მქონდა, ძალიან შეუძლოდ ვიყავი. ირაკლი კობახიძე ჩვენს მიმართ ნებისმიერ ფაქტს ნათლავს, ჩვენს შავბნელ მოლაპარაკებებად „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თავად რა დღეშიც არის, ჰგონია, რომ სხვებიც ისე არიან. მის განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ირაკლი კობახიძე გამოირჩევა უცნაური განცხადებებით. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი და მესამე მოსმენით ხმა მივეცი, მეორე კენჭისყრაზე არ ვიყავი და ლოგიკა სად არის? ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო, უბრალოდ, მოულოდნელი ამბები ადამიანს ხომ ემართება? – 200 მქონდა წნევა. ირაკლი კობახიძის მხრიდან ასეთი განცხადებები უხერხულია, ეტყობა, ასეთ უხერხულ განცხადებებს უნდა მივეჩვიოთ. წავა-წამოვა, ოდნავ პატარა მიზეზს ეძებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაგვაკავშიროს. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი. ემზარ კვიციანი პარტიიდან სულ სხვა მიზეზით წავიდა და თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა. თავად არ ვიცოდი, რომ ვერ დავესწრებოდი სხდომას. ასეთ მნიშვნელოვან კენჭისყრაზე რომ არ ვიყავი, ე.ი. რაღაც მჭირდა სერიოზული. ნეტა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჭკუით როდის დავდიოდი? კობახიძე რომ დადის, საკუთარ განცხადებებში ეტყობა“, – განაცხადა მარშანიამ.

ირაკლი კობახიძე ემზარ კვიციანსა და ადა მარშანიას ენმ–სა და "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ორი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას [საკონსტიტუციო ცვლილებების], პირველი მოსმენის წინ ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე ადა მარშანია",– განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S