
ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს
01/07/2020 07:21:57 საშინაო პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი თემურ კახიძე პარტიიდან გარიცხეს. "ქართული ოცნების" რეგიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კახიძის საქმიანობა პარტიულ პრინციპებთან შეუსაბამოა.
კახიძე გარიცხულია, როგორც "ქართული ოცნებიდან", ასევე საკრებულოს უმრავლესობიდანაც.