Accentnews.ge
"მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი"

"მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი"

01/07/2020 07:27:03 თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უფლებამოსილებას დღეს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილს გადააბარა. ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ის თადარიგში მიდის. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის გამოსვლა მადლობით დაიწყო და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომელიც ჯარის წარმატებისთვის მუშაობს:

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ ჯარს, მათი როლი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის მნიშვნელოვანი, ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის NATO-ში გაერთიანება, თითოეული ჯარისკაცი, ჩვენი ინსტიტუცია დე ფაქტო არის NATO-ს წევრი. მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S