Accentnews.ge
რურუას საქმის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

რურუას საქმის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა

01/07/2020 11:05:51 სამართალი

„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა: მოწმის, პენიტენციური სისტემის ყოფილი თანამშრომლის დავით დვალიშვილის მიმართ რურუას ადვოკატს კითხვები მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა.

„ყველა მოწმე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევს, ვინც პოლიციის თანამშრომელია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გაყალბებულია. ჩვენს მიერ დასმული იქნა ბატონ დვალიშვილზე კითხვები, მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ის იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, ბატონ მეგიზ ქარდავასთან ერთად. როგორც ირკვევა, როდესაც ქარდავა გადმოვიდა სამხედრო პოლიციაში უფროსის მოადგილედ, ეს პიროვნებაც სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო მეგიზ ქარდავასთან ერთად. ჩემს მიერ დასმული იყო კითხვა, მონაწილეობდა თუ არა სერგო თეთრაძის [სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალადობის შედეგად გარდაიცვალა] საქმეში და დაიკითხა თუ არა ამ საქმეზე, რაზეც მან განაცხადა, რომ არ იცის და არ ახსოვს. ამას მოჰყვა პროკურატურის პროტესტი, რომ ეს კითხვები არ ყოფილიყო დასმული“,-აცხადებს ლევან სამუშია.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მეწილე გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S